მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ღია მმართველობის კვირეული: ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები

ღონისძიებები

25 მაისს, 16:00 საათზე, ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების, ასევე OGP-ში საქართველოს მონაწილეობისა და ოთხი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ.

მომხსენებლები:

ქეთი ცანავა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო სამმართველოს სამსახურის უფროსი, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელი

სალომე საღარაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის პროექტის კოორდინატორი

სტუდენტები გაეცნობიან ინფორმაციას OGP საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო მექანიზმებისა და მათი განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტები ასევე შეძლებენ გამართონ დისკუსია მომხსენებლებთან და განიხილონ თანამედროვე მმართველობის რეალური მაგალითები და წარმატებული პრაქტიკა.

დრო: 25 მაისი, 16:00 საათი

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3wHMbMa

2022 წელი

ბანერები