მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გავეცნოთ ფრანკოფონურ ქვეყნებს – მაროკოს სამეფო

ღონისძიებები

18 აპრილს, 17:00 საათზე, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა აწყობს ღონისძიებას „გავეცნოთ ფრანკოფონურ ქვეყნებს“, რომელიც მიეძღვნება მაროკოს სამეფოს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგულენოვანი სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ქართული და მაროკოს უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის წევრები.

ღონისძიებას დაესწრებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის საპატიო პრეზიდენტი დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი დენი ფადა.

ღონისძიება გაიმართება ონლაინფორმატში ზუმში https://bit.ly/3jq4mQk

2022 წელი

ბანერები