მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

სტუდენტებისათვის, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გამოცხადებული მობილობის წესით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლება, შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისა და საბუთების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 16 და 17 თებერვალი, 10:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A303.

რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; 

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

გ) ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე.

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ე) ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (მომზადებული 2026 წლის 30 იანვრის შემდეგ) სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით; 

ვ) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მიმართ გამოცემული ნებისმიერი სამართლებრივი აქტიდან/ბრძანებიდან (ჩარიცხვა, სტატუსის შეჩერება/აკადემიური შვებულება/აღდგენა/შიდა მობილობა/სტატუსის შეწყვეტა / პირადი მონაცემის ცვლილება და ა.შ) – განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია;

ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია); 

იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან ასევე თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება ხდება ადგილზე გამოცხადებით (ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებსა და აუდიტორიაში –  გამოცხადების გრაფიკი გეცნობებათ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისას/საბუთების წარდგენისას).

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: დასკვნის გაცნობისა და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში მობილობა ვერ განხორციელდება.

2026

 

ბანერები