მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მხატვრული რეწვის ევროპული დღეები

ახალი ამბები

7-12 აპრილს ევროპის მასშტაბით გაიმართა „მხატვრული რეწვის ევროპული დღეები“ (Journées Européennes des Métiers d'Art – JEMA/EACD), ევროპის მასშტაბით რეწვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალს. კვირეულის წლევანდელი სლოგანი იყო „გულით და სულით“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მხატვრული რეწვის ევროპული დღეების –  JEMA 2026-ის მონაწილეა.

8 აპრილს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში გაიმართა მასტერკლასი „სოციალური ჭურჭელი“. მასტერკლასს უძღვებოდა გამოყენებითი ხელოვნება –მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის პროგრამის პედაგოგი და კერამიკოსი ანა ჯაფარიძე. მოხალისეები გაეცნენ ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკებს და თავადაც შექმნეს ნამუშევრები.

საქართველოში კვირეულს კოორდინირებას უწევს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ევროპული რეწვის ალიანსის მხარდაჭერით.

ღონისძიების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/GVIrV

2026

ბანერები