აკადემიური შეხვედრა „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“
ღონისძიებები
24 აპრილს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“.
ღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი.
შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები მოკლედ მიმოიხილავენ სვანური და მეგრული ენების გრამატიკულ, ლექსიკურ თუ ფონეტიკურ თავისებურებებს.
იტალიური კულტურის ცენტრის მიერ მოწვეული სტუმრები ლუკა პასკუალი და დავიდე დემიკელე აუდიტორიას იტალიის რეგიონების, კერძოდ, პულიისა და ალტო-ადიჯის ენებსა და დიალექტურ სპეციფიკას გააცნობენ.
სამუშაო ენა: იტალიური
დრო: 24 აპრილი, 11:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026