პიანისტ ალფონსო ბენეტის სალექციო კურსი „მხატვრული კვლევა და საფორტეპიანო პრაქტიკა“
ღონისძიებები
21-24 აპრილს, 14:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდიაში პორტუგალიელი პიანისტი, მუსიკოლოგი ალფონსო ბენეტი წაიკითხავს ლექციების კურსს.
თემები:
- არტისტული კვლევა: წარმოშობა და კონსოლიდაცია;
- არტისტული კვლევა და მუსიკალური ექსპერიმენტი: Capdeville XXI;
- არტისტული კვლევა და არტივიზმი: ჩრდილების ქორეოგრაფია;
- არტისტული კვლევა და ტექნოლოგიური მიდგომა მუსიკაში: TransVariations.
ალფონსო ბენეტი ავეიროს უნივერსიტეტის მკვლევარია. 2008 წლიდან არის INET-md-ის წევრი. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მხატვრული კვლევა (Artistic Research), რომელშიც ხელოვანი მუსიკათმცოდნეობით რეფლექსიას აერთიანებს ექსპერიმენტულ პერფორმანსსა და ტექნოლოგიურ ინტერფეისებთან. იგი იკვლევს საფორტეპიანო შესრულების ისტორიას და მუსიკალური რეპერტუარის ნაკლებად ცნობილ სფეროებს, მათ შორის ქალ კომპოზიტორთა შემოქმედებას.
ალფონსო ბენეტი ხელმძღვანელობს პროექტს Ebony & Ivory, რომელიც პორტუგალიის საფორტეპიანო კულტურის კვლევას ეძღვნება; იგი სახელოვნებო კვლევის ჟურნალის ÍMPAR თანადამფუძნებელი და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის Routledge-ის მიერ გამოცემული ნაშრომებისა.
აქტიურად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სცენებზე. ავტორია პროექტ “TransVariations”-ისა, რომელიც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციას ეფუძნება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21-24 აპრილი, 14:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი, D407 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2026