მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

განცხადება სტუდენტთა სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის შესახებ!

არგუსი არჩევის რეჟიმში გაიხსნება პარასკევს, 26 თებერვალს, დღის 12 საათისათვის. არგუსი არჩევის რეჟიმში იმუშავებს 10 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის ინსტრუქციას, რომელიც დაიდება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტების გვერდებზე „ხშირად დასმულ კითხვებში".
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტის საშუალებით. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ უნივერსიტეტის კომპიუტერული დარბაზის მომსახურებით. კომპიუტერული დარბაზი იმუშავებს შაბათ დღესაც. 26 და 27 თებერვალს შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ  A208 აუდიტორიის მომსახურებითაც.


ცხელი ხაზი:

26,27,28 თებერვალს, ასევე შემდეგ კვირაში იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ თუ კითხვები გაგიჩნდებათ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ცხელი ხაზის ნომრებია:

29-47-12;      22-16-21;        29-46-12;        22-16-37.


 

ბანერები