მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გამოიცა ანგია ბოჭორიშვილის ნაშრომები – „ფილოსოფიური არქივის“ III ტომის პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული „ფილოსოფიური არქივის“ III ტომის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანგია ბოჭორიშვილის ნაშრომები. გამოცემა აერთიანებს ავტორის გამოუქვეყნებელ ნაშრომს „განწყობის თეორიის ფილოსოფიური პრობლემები (დ. უზნაძის განწყობის თეორია, 1963 წ.) და საარქივო მასალებს.

გამოცემის სამეცნიერო რედაქტორები არიან: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე და გიორგი ხეოშვილი. 

ანგია ბოჭორიშვილის მეცნიერული კვლევის სფეროებია: ზოგადი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ფილოსოფიური ანთროპოლოგია. ავტორია ათამდე ფუნდამენტური მონოგრაფიისა, რომელთა შორისაა: „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები“ (3 ტომად), „ფენომენოლოგიური ესთეტიკა“, „კანტის ესთეტიკა“, „რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ“.  

„ფილოსოფიური არქივის“ შექმნის მიზანია ქართველ ფილოსოფოსთა და მკვლევრების სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცული ნაშრომების გამოცემა. მომავალში შემოგთავაზებთ სხვა ავტორების შრომებსაც.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები