


ფილიპ რიცენის საჯარო ლექცია „თხრობა სამყაროს აღსასრულის შესახებ. დროისა და ჰუმანიზმის დაძლევა თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში“
ღონისძიებები
17 ივნისს, პარასკევს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ფილიპ რიცენი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „თხრობა სამყაროს აღსასრულის შესახებ. დროისა და ჰუმანიზმის დაძლევა თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში“.
შეხვედრაში მონაწილეობა საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე თანამედროვე ლიტერატურული პროცესით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
მომხსენებლის შესახებ
ფილიპ რიცენი დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტის ახალი გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარია. მისი კვლევის სფეროა ჰაინრიჰ ჰაინესა და თომას მანის შემოქმედება, მითოსისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართება, სიკვდილისა და კვდომის მოტივი ლიტერატურაში, გენდერთან დაკავშირებული საკითხები ლიტერატურაში. 2017 წ. პროფ. ფოლკერ დორის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე „მითოსური აზროვნება ჰაინრიჰ ჰაინეს რომანსეროში“.
ვრცლად მომხსენებლის შესახებ იხილეთ აქ: Universität Düsseldorf: Internetauftritt an der HHU: Philipp Ritzen.
სამუშაო ენა: ინგლისური
სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/3N9Npqp არა უგვიანეს 16 ივნისისა.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობაზე.
2022 წელი