მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„დიგიტალური ტექნოლოგიები დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების მქონე ახალგაზრდათა მხარდასაჭერად“ – ფსიქიატრ რიის ბევან-ჯონსის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

25 ოქტომბერს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, კლინიკური მკვლევარი რიის ბევან-ჯონსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრსა და ადიქტოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტის ფარგლებში გამართავს ლექციას თემაზე: „დიგიტალური ტექნოლოგიები დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების მქონე ახალგაზრდათა მხარდასაჭერად“.

ლექციის თემებია:

  • დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად მოწოდებული დიგიტალური რესურსების გაცნობა;
  • ახალგაზრდებთან თანაგანვითარების მნიშვნელობის გაცნობიერება;
  • ჯანმრთელობის დიგიტალური ტექნოლოგიების შეფასების პროცესის გაგება.

ინგლისელი მკვლევარი რიის ბევან-ჯონსი კარდიფის უნივერსიტეტის ლექტორია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის მიმართულებით და ამჟამად დიგიტალური ტექნოლოგიებით ფსიქოსაკონსულტაციო დახმარების მეთოდების შემუშავებაზე მუშაობს.

2018 წელს მას მიენიჭა პოსტდოქტორანტის სტიპენდია ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტისა (NIHR) და ჯანმრთელობისა და ზრუნვის კვლევის უელსის (HCRW) მიერ მოზარდთა დეპრესიისთვის ციფრული პროგრამის დახვეწისა და საცდელი ტესტირების მიზნით. პროგრამა შემუშავდა მისი NIHR/HCRW სადოქტორო კვლევის სტიპენდიის ფარგლებში.

ჩართულია სხვადასხვა პროექტში, მათ შორისაა: მოზარდთა დეპრესიის ადრეული პროგნოზირების (EPAD) კვლევა; PAMAd კვლევა საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შესაფასებლად; TRIUMPH ახალგაზრდული ფსიქიკური ჯანმრთელობის ქსელი და ADHD ციფრული რესურსების ერთობლივი განვითარება.

დრო: 25 ოქტომბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

სამუშაო ენა: ინგლისური (საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები