მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

“Dealing with Smallness in Habsburg Bohemia, Ottoman Albania and Tsarist Georgia in the Late Nineteenth and Early Twentieth Centuries“ – პროფესორ ადრიან ბრისკუს ონლაინმოხსენება

ღონისძიებები

22 მარტს, 19:00 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის რეგულარული კოლოკვიუმის ფარგლებში პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ადრიან ბრისკუს ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას “Dealing with Smallness in Habsburg Bohemia, Ottoman Albania and Tsarist Georgia in the Late Nineteenth and Early Twentieth Centuries“ („მცირე ერად ყოფნასთან გამკლავება ჰაბსბურგის ბოჰემიაში, ოსმალეთის ალბანეთსა და ცარისტულ საქართველოში გვიანი XIX საუკუნიდან ადრეულ XX საუკუნემდე“).

მოხსენება ეფუძნება 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევას კრებულიდან The Politics of Smallness in Modern Europe (Bloomsbury Academic, 2022).

ვინ ? გვთავაზობს გვიანი იმპერიული ჰაბსბურგის ბოჰემიაში, ოსმალეთის ალბანეთსა და ცარისტულ საქართველოში ინტელექტუალებისა და პოლიტიკური აქტივისტების/სამთავრობო პირების დისკურსის ისტორიულ ანალიზს მცირე ერად ყოფნის შესახებ. ისტორიული ტრაექტორიებისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების განსხვავებათა მიუხედავად, ამ სამ შემთხვევას ბევრი მსგავსებაც აქვს მცირე ერად ყოფნის დისკურსის წარმოებისა და მასთან გამკლავების სტრატეგიების კუთხით.

მომხსენებლის შესახებ

ადრიან ბრისკუ პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია თანამედროვე ისტორიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა – შედარებით ისტორიაში. სამეცნიერო სტატიებისა და ორი წიგნის ავტორია: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe, 1878–2008 (Berghahn Books, 2013), Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (Bloomsbury Academic, 2017, ასევე რედაქტორი და თანარედაქტორია შემდეგი კრებულებისა: Sto let česko(slovensko)-albánských vztahů: vzájemné sympatie a rostoucí interakce (Karolinum, 2022), The Transcaucasian Democratic Federative Republic of 1918: Federal Aspirations, Geopolitics and National Projects (Routledge, 2021, co-edited with Timothy K. Blauvelt).

ფორმატი: ონლაინლექცია

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3mNEH8S

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 22 მარტი, 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები