მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES) – მიღება ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

ახალი ამბები

გამოცხადდა მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES), რომელსაც ახორციელებს 8 პარტნიორი უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ 20 სტუდენტისთვის გამოყოფილია სრული დაფინანსება, რაც მოიცავს როგორც სწავლის გადასახადს, ასევე საცხოვრებელი ხარჯებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ სტიპენდიას.

CEERES-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორმაგ დიპლომს გლაზგოს, ტარტუსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან:

  • ერთობლივად მინიჭებული ხარისხი: საერთაშორისო მაგისტრი / International Master - გლაზგოს უნივერსიტეტისგან, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო, და ტარტუს უნივერსიტეტისგან, ტარტუ, ესტონეთი;
  • კავკასიის კვლევების მაგისტრი / Master of Caucasus Studies - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, თბილისი, საქართველო.

ელექტრონული განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 26 იანვარი, 2024

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ბმულებს:

ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე:

2024
ბანერები