მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

აკადემიური კონფერენცია „პოლონური და ქართული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მე-19 საუკუნეში“

ღონისძიებები

18 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება აკადემიური კონფერენცია „პოლონური და ქართული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მე-19 საუკუნეში“.

ღონისძიება მიეძღვნება ორ თემას – იანვრის აჯანყების დაწყებიდან 160 წლისთავსა და 1832 წლის ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულების 190 წლისთავს.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და პოლონელი ისტორიკოსები, პოლიტოლოგები და სოციოლოგები, რომლებიც განიხილავენ ქართულ და პოლონურ ინტელიგენციასთან დაკავშირებულ თემებსა და ეროვნულ საკითხებს, ზოგიერთი თემა შეეხება უკრაინას.

კონფერენცია ეწყობა საქართველოში პოლონეთის ელჩის, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩის საპატიო პატრონაჟით.

დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Myzaxn

ორგანიზატორები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი
  • საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“

მომხსენებლები

  • მარიეტა ჩიხლაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • ირაკლი ჩხაიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • დოდო ჭუმბურიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
  • მარია ფილინა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • თათია კეკელია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • ვაჟა კიკნაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს უნივერსიტეტი)
  • ბარტლომეი ქშიშტანი (პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია)
  • ელჟბიეტა კვიეჩინსკა (ვარშავის უნივერსიტეტი)
  • იაცეკ ლეგიეჩი (იან კოხანოვსკის უნივერსიტეტი კიელცეში)
  • დავით მერკვილაძე (დამოუკიდებელი მკვლევარი)
  • პაველ სკიგინი (ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი)
  • ტომაშ სტრიიეკი (პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია)
  • ტომაშ ზარიცკი (ვარშავის უნივერსიტეტი)
  • რადოსვაფ ჟურავსკი, ველ გრაევსკი

დრო: 18 მაისი, 11:00-16:15 საათი

ადგილმდებარეობა: T 102 საკონფერენციო დარბაზი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)

სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული, პოლონური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები