მიღება 2026-2027 შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე
ახალი ამბები
გამოცხადდა მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე:
განათლების მეცნიერება - 2 ვაკანტური ადგილი
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2026 წლის 20 ივლისიდან 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge
ქვემოთ ჩამოთვლილი სავალდებულო დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული PDF - ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება, მიღება დადასტურდება ფაკულტეტის წარმომადგენლის მიერ და მიენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და თარიღი. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) 3X4–ზე ფოტოსურათის ელ.ვერსია;
ე) სადოქტორო პროგრამაზე მიღების მიზნებისთვის დამტკიცებული, აპლიკანტის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი 1), რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ ;
ვ) სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ფლობის დონე, მას ჩაუტარდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ინგლისურ ენაში. ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონის კომპეტენციას დაადასტურებენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტის წარმოდგენით:
ინგლისური ენის ცოდნის სულმცირე B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი:
- Cambridge ESOL Exams:
- Cambridge English Scale:160-179
- IELTS: 5.5-6.5
- C1 Advanced (former CAE): Grade C
- BEC Higher: Grade C
- B2 First (FCE) Grade A
- BEC Vantage: Grade A
- ILEC:Pass with C1
- Aptis Test: 156-200
- PTE/Global Scale of English: 59-75
- PTE - 59-75
- TOEFL iBT: 72-94
- EF SET: 56-60
- Duolingo: 90-115
ან, სერტუსი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გაცემული სერტიფიკატი; სერტიფიკატის გაცემა ხდება ტესტის ოთხივე ნაწილის ჩაბარების საფუძველზე;
ან, ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი1.
აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოსინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყოინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
ზ)შესაბამის სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
თ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
2.ინგლისური ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს.
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის 1 დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2026 წლის 18 აგვისტოს. ინფორმაცია გამოცდის დროის და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 17 აგვისტოსა.
3. სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 6,5 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
4. ინგლისური ენის გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოსა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
5. დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 20 დან 24 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
6. ინგლისური ენის საბოლოო შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 27 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე
7. თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის გამოცდის ბარიერს, იგი ეთიშება მისაღები კონკურსის შემდეგ ეტაპებს. ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით;
8. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს, ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია;
9. სადოქტორო კვლევითი პროექტის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალრი ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს შესაბამისი დარგობრივი კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
10. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით, განთავსდება 2026 წლის 1 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე
11. აპლიკანტებს სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2026 წლის 1-დან 3 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
12. სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის შედეგების გათვალისწინებით განთავსდება არაუგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე
13. დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას შესაბამისი დარგობრივი კომისიის წინაშე და შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით.
14. ზეპირი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატი შესაბამისი დარგობრივი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
15. ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს. ინფორმაცია ზეპირი გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნება აპლიკანტს პირად ელ.ფოსტაზე არა უგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბრისა;
16. ზეპირი გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე
17. აპლიკანტებს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2026 წლის 10-დან 14 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
18. საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე განმეორებითი ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 15 სექტემბერს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და ადგილმდებარეობის ჩატარების შესახებ აპლიკანტს გაეგზავნება პირად ელ.ფოსტაზე 2026 წლის 14 სექტემბერს
19. ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
20. ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 17 სექტემბერს
21.დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა)პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ერთი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით - ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებსნ კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად დოკუმენტებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
2026