მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ისტორია“
ახალი ამბები
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ენებში ჩაუტარდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 6 აპრილს, 18:00 საათზე, T101 აუდიტორიაში.
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდით გამოქვეყნდება 2026 წლის 8 აპრილს არაუგვიანეს, 18:00სთ-ისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში
„სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 14 აპრილის 18:00სთ-დან- 16 აპრილის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აპრილს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
გიორგი ოდოშაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge
2026