ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდის საბოლოო შედეგები

ახალი ამბები

ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის საბოლოო შედეგები იხილეთ აქ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების, რომელთაც დააკმაყოფილეს ინგლისური ენის კონკრეტულ დონეზე ცოდნის კომპეტენცია, მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა:

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2026 წლის 27 აპრილს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით

გიორგი ოდოშაშვილს,

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge

ბანერები