ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა - ნარატივები როგორც კვლევისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტები: გამოყენება აკადემიაში

ახალი ამბები

22-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების კვლევების ცენტრის და კულტურისა და სოციალური ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის Conservatoire National des Arts et Métiers-ს HT2S ლაბორატორიასთან თანამშრომლობითა და ფრანგულ ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართება საზაფხულო სკოლა.

ნარატივების კვლევის ქსელი იწყებს განაცხადების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთათვის.

ხუთდღიანი ინტერდისციპლინური პროგრამა განკუთვნილია სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ადრეული კარიერის მკვლევრებისთვის. მონაწილეები ნარატივის პრიზმიდან შეისწავლიან აკადემიურ სივრცეებს –უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და სხვ.  პრაქტიკული საველე მუშაობისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კრეატიული წერისა და თარგმანის კომბინაციით, მონაწილეები შეისწავლიან აკადემიური ცხოვრების გააზრებისა და კომუნიკაციის ახალ გზებს. ამასთან ერთად ასევე შექმნიან საერთაშორისო კვლევით ქსელს.  

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. შესაძლებელია მგზავრობის ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და უფასო განთავსება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2026

მსურველებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV, მოკლე აბსტრაქტი (მაქს. 500 სიტყვა) და სამოტივაციო წერილი (მაქს. 800 სიტყვა) მისამართებზე: Ed.research@iliauni.edu.geautumn.school.fgu@gmail.com.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი:  Research Summer School

2026

 

ბანერები