ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

ტურიზმის სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობაა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.

22 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება ტურიზმის სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • Adjara Group Hospitality (Rooms Hotels; Holiday Inn Tbilisi; Fabrika; Stamba Hotel)

ვაკანსიები: რეგისტრატორი, შვეიცარი, ქოლცენტრის ოპერატორი, უსაფრთხოების ოფიცერი, მიმტანი, მზარეული, კონდიტერი, მცხობელი, ინჟინერი, IT-ის ადმინისტრაციული ასისტენტი და სხვა.

ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტების,ასევე კურსდამთავრებულისთვის.

  • Hotel&preferens tbilisi

ვაკანსიები: სასტუმროს მიმართულებით

ვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის.

  • სასტუმროები: თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი და მოქსი თბილისი

ვაკანსიები: სასტუმროს მიმართულებით

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • სასტუმროების ქსელი "სითი გრუპი"

ვაკანსიები: მიმღები, მიმტანი, ბელბოი და ა.შ

ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტისთვის, ასევე კურსდამთავრებულისთვის.

  • STS Hospitality Service Georgia

ვაკანსიები: გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების დირექტორი, სასტუმროს მენეჯერი

ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • ტურისტული კომპანია "VisitGeorgia"

ვაკანსიები: შიდა ტურიზმის მიმართულებით

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურსა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"

ვაკანსიები: მიმღები, კონსიერჟი.

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • ტურისტული კომპანია "I am Georgia"

ვაკანსიები: ტურიზმის მიმართულებით.

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • The One Hotel Tbilisi

ვაკანსიები: გაყიდვების მიმართულებით

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • ტურისტული კომპანია „მიმინო თრეველი"

ვაკანსიები: B2B კომუნიკაცია და სხვადასხვა მიმართულება.

ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • KMS Georgia

ვაკანსიები: სასტუმროს სფეროში დასაქმება: მიმტანი, ჭურჭლის მრეცხავი, დამხმარე სამზარეულოში, ჰოსთესი.

ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტისთვის, ასევე კურსდამთავრებულისთვის.

  • ტურისტული კომპანია "კარპე ტური"

ვაკანსიები: ტურ-ოპერატორი

ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელ გაეცნოთ ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.


დრო: 22 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე.

ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

ბანერები