ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამა ტექნიკურ სამსახურში

ღონისძიებები

გაცნობებთ, რომ ილიაუნის დასაქმების თვის ფარგლებში 25 მარტს,12:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურში, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით.

მოთხოვნები:

  • ინჟინერია (სამრეწველო ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა);
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft office Excel, Microsoft office Word, Microsoft office Outlook);
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს წინასწარი რეგისტრაციით.

გთხოვთ, გვეწვიეთ


დრო: 25 მარტი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ახალი სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ბანერები