ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

პრეზენტაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ

ღონისძიებები

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 25 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენელი ნატო სულთანიშვილი ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გამართავს პრეზენტაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ. 

შეხვედრაზე დაინტერსებული პირები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის, მიზნებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. 

შეხვედრა დააინტერესებთ ნებისმიერი მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. 

დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით: https://goo.gl/HFu931

გთხოვთ გვეწვიოთ.

დრო: 25 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები