მრავალპროფილური დასაქმების ფორუმი
ღონისძიებები
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
29 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მრავალპროფილური დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
- Georgian Water & Power - GWP
ვაკანსიები: ინჟინერი, ადმინისტრაციული ასისტენტი, შესყიდვების სპეციალისტი, HR სპეციალისტი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
- თელასი
ვაკანსიები: ენერგეტიკა
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის.
- საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
ვაკანსიები: იურისტი, ბუღალტერი, მარკეტინგი
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
- სოციალური მომსახურების სააგენტო
ვაკანსიები: გაყიდვები, ლოჯისტიკა,სამომხმარებლო სფერო
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
- საჯარო სამსახურის ბიურო
ვაკანსიები: ინფორმაციას გავავრცელებთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
- რეკრუტირების და კადრების შერჩევის კომპანია - Georgian Service
ვაკანსიები: სხვადასხვა
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.
- Evolution Gaming
ვაკანსიები: Legal counsel, Make-up artist, Engineer, Internal Communications, specialist, Card Inspector, Equipment Support Specialist, Game presenter (English, Russian and/or Turkish speaking) etc.
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
- რეკრუტირების და კადრების შერჩევის კომპანია - ეიჩარ პარტნერსი
ვაკანსიები: ბუღალტერი, მენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- დასაქმების სააგენტო - ჯობლინკი
ვაკანსიები: გაყიდვები, მარკეტინგი, ადმინისტრაცია, ლოჯისტიკა, შესყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
ვაკანსიები: გაყიდვების მენეჯერი, პრექტის მენეჯერი, რეკრუტერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- თეგეტა მოტორსი
ვაკანსიები: პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში“
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- ლუდის მწარმოებელი კომპანია – გლობალ ბიერ ჯორჯია (აისი)
ვაკანსიები: გაყიდვების ანალიტიკოსი, შესყიდვები, ბრენდ მენეჯერი, საწყობის მენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- მულტიპლატფორმული სისტემა – ჯიჯი
ვაკანსიები: გაყიდვები, მარკეტინგი, იურისტი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
- სამშენებლო ტექნიკის სავაჭრო საერთაშორისო კომპანია „ბორუსან მაქინა“ (CAT)
ვაკანსიები: გაყიდვები, ბუღალტერია
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუნტეცია“
ვაკანსიები: მარკეტინგის ასისტეტი, ბრენდმენეჯერის ასისტენტი, გაყიდვების კონსულტანტი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტები „გორგია“
ვაკანსიები: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნიკური, დიზაინი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- „ტაკედა ოსტევროპა ჰოლდინგ გმბჰ"-ის წარმომადგენლობა საქართველოში
ვაკანსიები: მარკეტინგი, ბუღალტერია, გაყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.
- პეპსიკო
ვაკანსიები: ანაზღაურებადი სტაჟირება
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- კატარის ავიახაზები
ვაკანსიები: გაყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის.
- ჰოლდინგი ნიკორა
ვაკანსიები: მარკეტინგის და დისტრიბუციის მიმართულებით, სტაჟირება კადრების შერჩევის განყოფილებაში.
ვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 29 მარტი, 12:00-დან 15:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: B 201 საკონფერენციო დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი