ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. 

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.

25 მარტს, 14:00-დან 17:00 საათამდე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში გაიმართება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროს დასაქმების ფორუმი რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • დაცული ტერიტორიების სააგენტო

ვაკანსიები: გარემოს დაცვა, ეკოლოგი, ტურიზმის სპეციალისტი, ეკონომიკა, მკვლევარი, სატყეო მიმართულებებით.

ვაკანსიები საინტერესოა: III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

  • სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ვაკანსიები: შესყიდვების სპეციალისტი, ბიოლოგი.

ვაკანსიები საინტერესოა: სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ვაკანსიები: გარემოს დაცვის სპეციალისტი

ვაკანსიები საინტერესოა: სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

  • შინაური ცხოველების საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნუტრიმაქსი"

ვაკანსიები: ოფისის მენეჯერი; მარკეტინგის მენეჯერი; ლაბორანტი; ბაზრის განვითარების მენეჯერი

ვაკანსიები საინტერესოა: III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.


დრო: 25 მარტი, 14:00-დან 17:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები