ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა „ვენდისის“, „დანქინ დონატსისა“ და „სმარტის“ წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით
დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 6 ნოემბერს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ „ვენდისის“ , „დანქინ დონატსისა“ და სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ წარმომადგენლები – HR  და საოპერაციო დეპარტამენტების თანამშრომლები.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 3 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

შეხვედრის თემა: რატომ არის საინტერესო დასაქმება „ვენდისში“, „დანქინ დონატსსა“ და „სმარტში“.

დრო: 6 ნოემბერი, 11:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის ქ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

„ვენდისი“ , „დანქინ დონატსი“ და სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ აქტიური ვაკანსიებით იქნება წარმოდგენილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს).

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები