ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში - შეხვედრა საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში, 7 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორი, ირმა კახიძე და სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თამთა ჯინჯოლავა.

შეხვედრის თემა: დასაქმების პოლიტიკა საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლაში

შეხვედრაზე საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების, ემიგრანტთა ოჯახს წევრ სტუდენტებს, სასაჩუქრე ვაუჩერებს გადასცემენ.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 5 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/zLdUvg

დრო: 7 ნოემბერი,13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები