ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა კომპანია „ნიკორას” წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის 
ორგანიზებით დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 15 ნოემბერს, 14:00 საათზე, E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ კომპანია „ნიკორას“ კადრების შერჩევისა და დაქირავების განყოფილების უფროსი თინათინ ღლონტი და რეკრუტერები: მარიამ მირზიკაშვილი და ნინო ადამაშვილი.

შეხვედრის თემები: 

  • ინფორმაცია კომპანია „ნიკორას“ შესახებ, სტაჟირება და არსებული ვაკანსიები.
  • როგორი უნდა იყოს CV და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 13 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/2Cy9NY

დრო: 15 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

„ნიკორა” წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები