ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსთან, მარი ბურდულთან

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის 
ორგანიზებით დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 10 ნოემბერს, 12:00 საათზე, E207 აუდიტორიაში ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, მარი ბურდული  ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: „ილიაუნი, როგორც დამსაქმებელი, როგორ მოვაწონოთ თავი დამსაქმებელს?“

ლექციაზე თქვენ შეიტყობთ, ილიაუნის  ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების შესახებ და ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ, რომ გახდეთ სასურველი კანდიდატი დამსაქმებლისთვის.

მარი ბურდულის შესახებ

მარი ბურდული არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით, ადამიანური რესურსების მართვის სერთიფიცირებული აუდიტი.

დრო: 10 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

 

ბანერები