ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა „ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომედგენელთან

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს „ჯიპიაი ჰოლდინგის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ნინო ხაჭაპურიძე.

შეხვედრის თემა: „ჯიპიაი ჰოლდინგის” დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები, სტუდენტების დასაქმების სირთულეები და მათი გამკლავების გზები.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 7 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/S8bVHN

დრო: 9 ნოემბერი, 15:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ჯიპიაი ჰოლდინგი” წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

 

ბანერები