ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა „CRRC საქართველოს“ წარმომადგენელთან, ახალგაზრდა მკვლევართა სტაჟირების პროგრამის წარდგენა

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს „CRRC საქართველოს“ მკვლევარი მარიამ კობალაძე.  

შეხვედრის თემა: „CRRC საქართველოს“ ახალგაზრდა მკვლევართა სტაჟირების პროგრამა და დასაქმების პერსპექტივა.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 1 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/FIG3

დრო: 3 ნოემბერი, 15:00 საათი.

ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“  (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„CRRC საქართველო“ წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები