ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა „Adjara Group Hospitality”-ის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 
დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 15 ნოემბერს, 17:00 საათზე, E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ „Adjara Group Hospitality”-ის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები –  ანა ვერძაძე და ანა ფცქიალაძე.

შეხვედრის თემა: „აჭარა ჯგუფის“ სიახლეები და ვაკანსიები

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 13 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/81tDLw

დრო: 15 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E207 აუდიტორია  (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

„Adjara Group Hospitality”  წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები