


ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.
კომპანია აცხადებს ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას.
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს აღწერა:
-
დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
-
პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
-
მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
-
კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
-
ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება;
-
სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
კომპეტენციები და უნარები:
-
მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
-
გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
-
დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
-
სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
-
პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, , მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - თბილისი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მირების საბოლოო ვადა: 24 მაისი, 2019 წელი.