


„ლიგამუსის“ მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს წიგნის სახლის „ლიგამუსი“ მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- წიგნების გაყიდვა;
- წიგნის მაღაზიის ყველა სალაროს, სალარო აპარატის, სალარო ტერმინალის, სალარო ჟურნალის, საბუთებისა და სეიფის ზედამხედველობა და მათი გამოყენების ცოდნა;
- სალაროში არსებულ ფინანსურ რესურსებზე ანგარიშვალდებულება;
- ინკასაცია;
- აღრიცხვა − ანგარიშის სამსახურთან ურთიერთობა;
- სამსახურის უფროსისათვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების შესახებ;
- სამსახურში მიმდინარე ღონისძიებების დროს კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა;
- მომხმარებლისა და პოტენციური მომხმარებლის დროული ინფორმირება სამსახურში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობისა და სიახლის შესახებ;
- სამსახურში არსებული მატერიალური რესურსის კონტროლი და მასზე ანგარიშვალდებულება;
- წიგნის მაღაზიის აღწერებსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- მომხმარებელთან ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია, სასურველი წიგნების მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- ფესტივალებში მონაწილეობა;
- საწყობებში და დახლებზე განთავსებული წიგნების მოწესრიგება (პერიოდულად).
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის ცოდნა, გამართულად წერა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Google სერვისები;
- სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
ქცევითი კომპეტენციები:
- ორგანიზების უნარი და პუნქტუალურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ჭავჭავაძის გამზ. №32
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით. (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ლიგამუსი“ მოლარე-კონსულტანტი).
დავუკავშირდებით შერჩევის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შერჩევის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება სრული გამოსაცდელი ვადით.
2024