


ტურისტული კომპანია „გამარჯობა ჯორჯია ტურს“ ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდების ვაკანსიები
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ტურისტული კომპანია „გამარჯობა ჯორჯია ტურს“ აცხადებს ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდების ვაკანსიებს.
ძირითადი მოთხოვნები:
-
სასურველია უმაღლესი განათლება;
-
აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
-
მნიშვნელოვანია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
-
სტუმრებთან/ტურისტებთან შეთანხმებულ დროს შეხვედრა და მათთვის დაგეგმილი ტურის განხორციელება;
-
ტურის ადგილის მიხედვით სტუმრებისთვის/ტურისტებისთვის ისტორიის გაცნობა;
-
სტუმრებისთვის/ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ზრუნვა;
-
სტუმრების/ტურისტების კმაყოფილებაზე ზრუნვა.
პიროვნული თვისებები:
-
ლოგიკური აზროვნება;
-
პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
კონფლიქტების მართვის უნარი;
-
თავისუფალი აზროვნება;
-
კეთილშობილება;
-
პუნქტუალობა.
სამუშაო გრაფიკი:
მოქნილი: თვეში 20 სამუშაო დღე / კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ანაზღაურება: 1400-1600 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 9 ივნისი, 2019 წელი
კომპანიის შესახებ:
კომპანია „გამარჯობა ჯორჯია ტურს“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 54 ქვეყანასთან და მუდმივად ახორციელებს ტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით.