ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თიბისი ბანკის საკრედიტო ადმინისტრატორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თიბისი ბანკი აცხადებს საკრედიტო ადმინისტრატორის ვაკანსიას.

 სამუშაოს აღწერა

  • საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირება და შემოწმება;

  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, კანონმდებლობასა და ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;

  • იურიდიული სამსახურისგან დოკუმენტაციის სისწორეზე შესაბამისი ვიზირების მიღება;

  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია;

  • სესხების გაცემა შესაბამისი პროცედურების დაცვით;

  • სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელება;

  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვა;

  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება.

 უნარები:

  • თავაზიანობა

  • გუნდურად მუშაობის უნარი

  • დეტალებზე ფოკუსირება

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

  • პასუხისმგებლობის გრძნობა

  • სისხარტე

  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ თიბისი ბანკი – საკრედიტო ადმინისტრატორის ვაკანსია.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 9 დეკემბერი, 2019 წელი

ბანერები