ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ტერაბანკის სტუდენტური პროგრამა Next Generation

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სს  ,,ტერაბანკი" აცხადებს მიღებას Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულმა კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და  ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.

სამუშაო გარემო და პირობები

  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშო გარემო
  • საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობით
  • ანაზღაურება პრაქტიკული სტაჟირების პერიოდში

სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:

  დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება 500-დან 550 ლარამდე ნამუშევარი დღეების დაანგარიშებით

  ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების შესაბამისად

  • კონკურენტუნარიანი გარემო, რომელშიც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდეგ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
  • ბანკის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობა

Next Generation პოზიციებია

მოლარე-ოპერატორი

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურება საოპერაციო კუთხით.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
  • ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
  • სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

უნივერსალური ბანკირი

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საცალო საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურება.

ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • საკუთარი საკრედიტო  პორთფელის კონტროლი და დაფარვების   მონიტორინგი
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა

უმცროსი მიკრო ბიზნესის ბანკირი

პოზიციის მიზანია ბიზნესსეგმენტის მომხმარებელთათვის მაღალხარისხიანი მომსახურება.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების, რომლებსაც ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი, სასესხო განაცხადის მიღება, პროექტის მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა
  • საკუთარი საკრედიტო  პორთფელის მართვა და დაფარვების მონიტორინგი

მსურველებს გთხოვთ,  17 ოქტომბრის ჩათვლით CV გაგზავნოთ მისამართზე:  tera.jobs@terabank.ge

გთხოვთ, CV გაგზავნის დროს აუცილებლად  მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები