


თბილისის იუსტიციის სახლის ანაზღაურებადი სტაჟირება
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ „იუსტიციის სახლი" აცხადებს სტაჟირებას თბილისის იუსტიციის სახლში. სტაჟირების პირველი 3 თვე არაანაზღაურებადია. სტაჟირებისას მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე.
ადგილმდებარეობა: სანაპიროს ქ. N2, თბილისი
მოთხოვნები:
-
IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
-
ქართული ენის (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;
-
სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
-
სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარები:
-
კომუნიკაბელურობა;
-
ლოგიკური აზროვნება;
-
კეთილგანწყობა;
-
მოტივირებულობა;
-
გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას იუსტიციის სახლის საკონსულტაციო, სწრაფ და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში.
საკონკურსო თემატიკა:
-
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ"
-
სსიპ „იუსტიციის სახლის" აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის №676/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“;
-
სსიპ „იუსტიციის სახლის" კონცეფცია;
-
ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის" სერვისების შესახებ.
კონკურსის ეტაპები:
-
განცხადებების გადარჩევა;
-
წერითი დავალება;
-
გასაუბრება.
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე – სტაჟირება თბილისის იუსტიციის სახლში.