ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს კოორდინატორის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი,  09:30–17:30 / შაბათი, 10:00–14:00;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 5

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე;

  • მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში მომსახურების სტანდარტების დაცვით;

  • პაციენტის ინფორმირება კლინიკისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის შესახებ;

  • საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე, პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;

  • დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

  • პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

  • MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;

  • დროის მართვის უნარი;

  • მოწესრიგებულობა;

  • ორგანიზებულობა;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება - 500 ლარი დარიცხული

განაცხადის მიღების  ბოლო ვადაა 2019 წლის 01 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge  და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება.

ბანერები