


სტაჟირების პროგრამა „ინდიგოში“
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
„ინდიგო“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას და იწვევს სტუდენტებს, რომლებიც ეძებენ ახალ იდეებს, ამჩნევენ ადამიანებსა და ამბებს, აინტერესებთ ლიტერატურა და ხელოვნება.
შერჩეული კანდიდატი ოთხთვიანი სტაჟირების განმავლობაში
-
იმუშავებს „ინდიგოს” გუნდთან ერთად როგორც ჟურნალის, ისე ვებსაიტისთვის მასალების შექმნაზე;
-
დაეხმარება რედაქტორს მოკვლევაში;
-
ასისტენტობას გაუწევს გადამღებ ჯგუფს.
სასურველია:
-
ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობის გამოცდილება;
-
სამონტაჟო პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სტაჟირების მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 29 იანვრის 18:00 საათამდე.
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. სტაჟირება კი 1-ლი თებერვლიდან დაიწყება.
„ინდიგოს“ შესახებ:
2015 წლის ოქტომბრიდან „ინდიგო“ არსებობს სამგან – რეალურ, ონლაინ და ბეჭდურ სივრცეში. ადამიანები, გარემო და კულტურა, ქალაქი, მოგზაურობა, ყოველდღიური რიტუალები და გლობალური თემები, ახალი დრო და ადამიანური კრიზისები ამ დროში – „ინდიგო“ აკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.