ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების პროგრამას  ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

განცხადების ბოლო ვადა: 07.06.2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

  • სამინისტროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა;

  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალების დადგენილ ვადებში შესრულება;

  • დეპარტამენტში არსებულ საკითხებზე მუშაობის სპეციფიკის შესწავლა;

  • სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისა და საბიუჯეტო ერთეულებამდე დაყვანის პროცესის გაცნობა და შესაბამისი დავალებების შესრულება;

  • კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის გაცნობა და შესაბამისი დავალებების შესრულება;

  • სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვის, ორგანიზაციისა და განხორციელების პროცესის გაცნობა და შესაბამისი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება – სტუდენტი

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ B)

კომპიუტერული პროგრამები:        

  • Microsoft Office Word         

  • Microsoft Office Excel      

  • Microsoft Office PowerPoint   

უცხო ენები:

  • ინგლისური

დამატებითი მოთხოვნები

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და აქვს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;

  • სოციალური მეცნიერებები.

სასურველია ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

  • ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ;

  • ORIS-ის ან/და სხვა მსგავსი სერტიფიკატები;

  • მეორე უცხო ენის ცოდნა.


საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი : ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. N4

საკონტაქტო ტელეფონები: 294 50 00 (24-05) ან (24-02)

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2Mlu4Ya

ბანერები