
ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
22 იანვარი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
27 დეკემბერი, 2024
სტაჟირება OPPA-ში
ახალი ამბები
სს „ოპპა" (ყოფილი „სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილი აქვს.
სს „ოპპა" ეძებს მონდომებულ და მოტივირებულ სტაჟიორებს, რომლებიც გუნდს დაეხმარებიან პროგრამული ლოგების გარჩევაში.
სტაჟირების ფარგლებში კანდიდატს კონკრეტული ცოდნა და გამოცდილება არ მოეთხოვება, ინსტრუქციას და შესასრულებელი საქმის სპეციფიკას კომპანია ადგილზე გაგაცნობთ.
- კანდიდატს მოეთხოვება ლოგიკურად აზროვნების უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტაჟირება ანაზღაურებადია, რაც კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს;
- სამუშაო დღის ჯამური ხანრგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 6 საათს,
- სტაჟირება შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულთათვის, რომლებსაც პროგრამული ან/და ტექნოლოგიური მიმართულება აინტერესებთ;
- სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 25 აპრილი, 2019 წელი.