


სტაჟირება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
ქალაქ თბილისის მერია არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებს გთავაზობთ სტაჟირებას მოქალაქეთა მომსახურების არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში.
შერჩეული სტაჟიორები გაივლიან გადამზადებას და აქტიურად ჩაერთვებიან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების მართვისა და დისტანციური მომსახურების სამსახურის სამუშაო პროცესში.
სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ, დადებითი რეკომენდაციის მქონე სტაჟიორებს მიეცემათ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმების რეალური შესაძლებლობა არქიტექტურული და ურბანული მიმართულებით.
მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი არქიტექტურის ან/და ურბანისტიკის მიმართულებით;
- გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში კონცენტრირებულად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა;
- მოწესრიგებულობა და აქტიურობა;
- ინფორმაციის ელექტრონული შეყვანისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინტერესი მუნიციპალიტეტის საქმიანობის და მომსახურების სფეროს მიმართ;
შერჩევის ეტაპები:
- პირველი ეტაპი - კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (რეზუმეების) გადარჩევა.
(თუ რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი არ შეესაბამება მოთხოვნებს კანდიდატი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.)
- მეორე ეტაპი - პროფესიული ტესტი შემდეგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე:
Ø ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება #14-39 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ;
Ø საქართველოს მთავრობის დადგენილება #57 - მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ;
Ø საქართველოს მთავრობის დადგენილება #59 - ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე;
Ø საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ.
- მესამე ეტაპი - გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებმაც გადალახეს მე-2 ეტაპი.
(შერჩევის ნებისმიერი ეტაპის შემდეგ ყველა კანდიდატი მიიღებს პასუხს, გადავიდა თუ არა მომდევნო საფეხურზე.)
ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრებში სტაჟირების გასავლელად კანდიდატმა უნდა მიმართოს სააგენტოს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: info@msda.ge და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
Ø რეზიუმე ფოტოსურათით;
Ø სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200-250 სიმბოლო).