ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება HR დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით – GIG

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება HR დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით – GIG

კომპანიის შესახებ:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში.

მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვას და ა.შ. 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას HR დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

  • HR აუდიტში მონაწილეობა;

  • HR პროგრამაში მუშაობა; HR პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანა-კორექტირება;

  • თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება;

  • HR ადმინისტრირების მიმართულებით პროცესებში სრული ჩართულობა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  •  აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office: Word, Excel, PowerPoint ცოდნა აქტიური მომხმარებლის დონეზე.

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

  • სხარტი აზროვნების უნარი

  • ენერგიული, კომუნიკაბელური

  •  როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

  • ორგანიზებული და პუნქტუალური

ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:

  • სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი;

  • გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა;

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

  • მიიღებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;

  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება. 

ბანერები