ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება ფოტოგრაფის პოზიციაზე - სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი (DSA) აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის ფოტოგრაფის პოზიციაზე. 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

სტაჟირების პერიოდი: ოქტომბერი - დეკემბერი, 2019

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 საათი (მოქნილი გრაფიკი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და ფოტოგადაღება;

  • ფოტომასალის გადარჩევა, დამუშავება და შესაბამისი პირისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;

  • ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

  • ციფრულ ფოტოკამერასთან მუშაობის მცირე გამოცდილება;

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • Adobe Photoshop ან/და Adobe Lightroom პროგრამების ცოდნა;

  • ვიდეოების დამონტაჟების გამოცდილება;

  • საკუთარი ფოტოაპარატი.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა  2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით: https://forms.gle/xS5ob8Z1BoHGKYuS8 

ბანერები