ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება აშშ-ის საელჩოში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს სტაჟირებას პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილებაში.

იხილეთ სტაჟირების დეტალური აღწერა ინგლისურ ენაზე ბმულზე.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა: 

მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა: 

კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);

  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (სასურველია ინგლისურ ენაზე);

  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);

  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საბუთები გაგზავნეთ PDF ფორმატში შემდეგ ელმისამართზე: HROTbilisi@State.gov 

საბუთების მიღების დასასრული: 19 თებერვალი, 2020წ.

ბანერები