ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება აშშ-ის საელჩოში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს სტაჟირების პროგრამებს:

სტაჟირება საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში

საბუთების მიღების დასაწყისი: 21 ნოემბერი, 2019

საბუთების მიღების დასასრული: 5 დეკემბერი, 2019

სტაჟირება ტექნიკურ დეპარტამენტში (HVAC)

საბუთების მიღების დასაწყისი: 21 ნოემბერი, 2019

საბუთების მიღების დასასრული: 5 დეკემბერი, 2019 

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში ამერიკულ გარემოში.

მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე).

საბუთები უნდა გაიგზავნოს  PDF ფორმატში შემდეგ ელმისამართზე: HROTbilisi@State.gOv

ბანერები