
ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
22 იანვარი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
27 დეკემბერი, 2024
სსიპ სმართ ლოჯიქსი – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
სსიპ სმართ ლოჯიქსი აცხადებს სტაჟირების პროგრამას პორგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტში.
ანაზღაურება: 500 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 3თვე
ფუნქციები
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება, რეალიზაცია და დანერგვა;
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება.
მოთხოვნები
- მინიმალური განათლება: სტუდენტი
დამატებითი მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (ან სტუდენტი) კომპიუტინგი/ინფორმატიკის მიმართულებით;
- ობიექტორიენტირებული ენების გამოყენებით პროგრამირების გამოცდილება;
- C# ცოდნა;
- SQL-ის საფუძვლების ცოდნა;
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
- HTML, CSS და JavaScript-ის საფუძვლების ცოდნა;
- ინგლისური ენის ფლობა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა;
- დროის ეფექტურად მართვა – სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსის ეტაპები: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება;
თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი (ხელზე ასაღები).
გთხოვთ, შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: გორგასლის ქ. N24ა, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონი: 0322944120 (4010)
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2PfExSX