
ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
22 იანვარი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
27 დეკემბერი, 2024
სსიპ იუსტიციის სახლი – სექტორის კოორდინატორის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ იუსტიციის სახლი აცხადებს სექტორის კოორდინატორის ვაკანსიას.
ანაზღაურება: 1800 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
განცხადების ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2019
ფუქციები:
- დაქვემდებარებული სექტორის ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა ფილიალის მიზნების შესაბამისად;
- დაქვემდებარებული სექტორის საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
- დაქვემდებარებული სექტორის დატვირთულობის ანალიზი, შედეგების გათვალისწინებით თანამშრომლების გადანაწილება;
- დავალებების განაწილება გუნდის წევრებს შორის მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა უზრუნველყოფა მომსახურების მაღალი ხარისხით, არსებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის მონიტორინგი;
- რთული შემთხვევების დროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დაძაბულობის განმუხტვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან მომსახურების პროცესში წარმოქმნილი სამართლებრივი და პროცედურული ხარვეზების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და პრობლემების დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოქმედი მარეგულირებელი აქტების დარღვევების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და პრობლემების დროული მოგვარების უზრუნველყოფა
- მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისა და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ინფორმირება
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე
- უფლებამოსილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან, ადგილობრივ დონეზე ურთიერთობის კოორდინაცია, მათთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
- უფლებამოსილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან დოკუმენტების მიღება-ჩაბარების განხორციელება, შესაბამისი აქტების ხელმოწერა; სექტორის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულების, შესვენებისა და სამუშაო განრიგების განსაზღვრა, ადამიანური რესურსის გადანაწილება სამუშაო დღის განმავლობაში;
- სექტორის ახალი თანამშრომლებისათვის სწავლების პროცესის ორგანიზება, მათთვის ყველა საჭირო წესისა და პროცედურის გაცნობა, ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებებით, რაც აუცილებელია მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად;
- მომსახურების სტანდარტში საოპერაციო, პროცედურულ თუ საკანონმდებლო ნაწილში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟის ან ტრენინგის ჩატარების ინიცირება;
- მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლებისათვის სამართლებრივი და პროცედურული ცვლილებების, ასევე ახალი პროდუქტების/სერვისების და სხვა სიახლეების მიწოდება და გაცნობის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შეფასება, ასევე მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ფილიალში მოსული დელეგაციებისა და სტუმრების მიღება, მათთვის სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომსახურების პროცესისთვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგების კონტროლი, მოთხოვნის დროულად დაყენება;
- სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მხარდაჭერა;
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სამართალმცოდნეობის განხრით);
- საჯარო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ან სხვა უცხო ენის კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ.თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2
ტელეფონი: 595 08 79 93
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2VVuvZy