ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სოციალური პროგრამირების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ვაკანსია

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას სოციალური პროგრამირების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაღაურება: 800 ლარი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

გამოსაცდელი ვადა: 12 თვე

განაცხადის ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2019

ფუნქციები

  • ქ. თბილისში მდებარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კოლექტიური საცხოვრებელი შენობების ტექნიკური მდგომარეობისა და მასში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (ოჯახი) სოციალური მდგომარეობის/ საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა/აღწერა;
  • ქ. თბილისში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების (მათ შორის წარმომადგენლობის მიერ განსახორციელებელი პროგრამები) შესახებ ინფორმაცის მიწოდება/განმარტება;
  • ყოველწლიური, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე შემოსული განცხადებების მიღება/მოქალაქეთა მიღება;
  • სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის დავალებით ყოველწლიური, ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიღების თხოვნით შემოსული განცხადებების კომისიისათვის განსახილველად მომზადება. აღნიშნულის მიზნით, მისი საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში ხარვეზის დადგენა. წარმომადგენლობაში დაცული სოციალური დახმარების მიმღებთა შესახებ არსებულ ელექტრონულ ბაზაში მუშაობა;
  • სამსახურის უფროსის დავალებით, ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა, განმცხადებლის (ოჯახის) მდგომარეობის შესწავლა და მოპოვებული ინფორმაციის წერილობით (მოხსენებითი ბარათი) წარმოდგენა;
  • განხორციელებული საქმიანობის შესახებ კვარტალური-წლიური ანგარიშების შედგენა და სამსახურის უფროსისათვის მიწოდება;
  • ხელმძღვანელისა და უშუალო უფროსის მიერ გაცემული ერთჯერადი სახის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება: 1 წელი

კომპიუტერული პროგრამები:

  • Microsoft Office Word
  • Microsoft Office Excel
  • Microsoft Office PowerPoint

ენები:

  • ქართული
  • რუსული

დამატებითი მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება დევნილებთან მუშაობის მიმართულებით – 1 წელი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობა;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24 (მე-13 სართული)

საკონტაქტო ტელეფონები: 2953289; 577092395

საკონტაქტო პირი: დავით ჭედია

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2GpNPJl

ბანერები