


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახურის მართვის სპეციალისტის ვაკანსია
ახალი ამბები
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების მართვისა და კველვების სამსახურის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1700 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 28 აპრილი, 2019
ფუნქციები:
- სამსახურის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
- დასმული ამოცანების საჭიროებისა და შესრულების მეთოდის იდენტიფიცირება;
- კვლევის დაგეგმვა, შედეგების შეჯამება და ანალიზი;
- სააგენტოს საქმიანობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- საპროექტო იდეასთან დაკავშირებით კონცეფციის მომზადება, რეფორმებისა და განვითარების საბჭოს წევრებისთვის გაცნობა;
- სატელეფონო აპლიკაციებისა და ვებგვერდების კონცეფციების შემუშავება;
- ახალი იდეების გენერირება და მოწოდებული იდეების დამუშავება;
- საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
- პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინირება;
- ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის – ServiceLab-ის პარტნიორებთან ურთიერთობა;
- მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობების იდენტიფიცირება და დანერგვა;
- ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ორგანიზაციისათვის კონსულტაციების გაწევა;
- ინოვაციური მეთოდოლოგიების სახელმძღვანელოების შექმნა;
- ანგარიშების მომზადება;
- საერთაშორისო დელეგაციებისათვის „სერვისლაბის“ საქმიანობის გაცნობა;
- ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი დავალებების შესრულება.
პროგრამის დასახელება
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Excel
- Microsoft Office PowerPoint
- Microsoft Office Outlook
ენები:
- ქართული – C2
- ინგლისური – C1
დამატებითი მოთხოვნები
აუცილებელია:
პროექტების მართვის ან/და ინოვაციების მართვის ან/და საერთაშორისო ურთიერთობების, ან/და პროექტების მონიტორინგისა და შეფასების ან კვლევების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სასურველი:
- უმაღლესი განათლება, მენეჯმენტის ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების უნარი;
- მონაცემთა დამუშავების/ანალიზის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონი: 2401010 (3618)
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2KP2AJW