
ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
22 იანვარი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
27 დეკემბერი, 2024
სახელმწიფო აუდიტის სამსახური – უფროსი აუდიტორის ვაკანსია
ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს უფროსი აუდიტორის ვაკანსიას.
ანაზღაურება: 2970 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგიმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 21 აპრილი, 2019
ფუნქციები
- ხელმძღვანელობს აუდიტის ჯგუფს, რელევანტურად ანაწილებს შესასრულებელ სამუშაოებს აუდიტის ჯგუფის წევრებზე, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით;
- მონაწილეობს აუდიტის წლიური გეგმის შემუშავებაში;
- ამზადებს აუდიტის წერილის პროექტს;
- ხელმძღვანელობს აუდიტის ჯგუფს;
- შეფასების სისტემის მიხედვით აფასებს აუდიტის ჯგუფის წევრის საქმიანობას;
- აუდიტში ჩართულია, როგორც არახელმძღვანელი აუდიტის წევრი;
- ახორციელებს აუდიტს დეპარტამენტისა და საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელოების მიხედვით;
- პასუხისმგებელია აუდიტის სტრუქტურაზე, პროექტის დაგეგმვაზე, მონაცემების დოკუმენტირებაზე (AMS), სამუშაო ჯგუფის ფორმირებაზე ზედამხედველ აუდიტორთან (მთავარი, წამყვანი აუდიტორი), დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილესთან შეთანხმებით;
- წარმართავს კომუნიკაციას აუდიტის ობიექტთან აუდიტის ყველა ეტაპზე კონსტრუქციული გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის მიღებისა და აუდიტის განხორციელების პროცესს;
- უზრუნველყოფს აუდიტის განხორციელებისთვის საჭირო, საიმედო, საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულების/მონაცემების მოპოვებას აუდიტის მიმდინარეობისას;
- აფასებს აუდიტორული პროცედურების განხორციელებისას მოპოვებულ მტკიცებულებებს;
- მონიტორინგს უწევს აუდიტთან დაკავშირებული პროცესებისა და აუდიტის ჯგუფის წევრებს, ზედამხედველობს ჯგუფის წევრების მიერ დავალებული საქმიანობების შესრულებას, გასცემს მითითებებსა და რჩევებს კონსტრუქციული გზით;
- ამზადებს აუდიტის მიგნებების, დასკვნების, რეკომენდაციების საბოლოო და შუალედურ ანგარიშებს (ვიზუალური მხარის გათვალისწინებით) და წარადგენს მენეჯმენტთან დადგენილ ვადებში;
- იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობას შიდა და გარე დონეზე;
- ამზადებს საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას ანგარიშვალდებულ უწყებებთან, მედიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
- უზრუნველყოფს აუდიტის ჯგუფში კარგი სამუშაო ატმოსფეროს, მოტივაციის შექმნას/შენარჩუნებას; მხარს უჭერს ჯგუფის წევრებს და უზიარებს მათ გამოცდილებას;
- ახორციელებს ადმინისტრაციულსა და დეპარტამენტთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას დეპარტამენტის უფროსის/მოადგილისა და ზედა რგოლის მენეჯმენტის დავალებით;
- საქმიანობს ეთიკის კოდექსის შესაბამისად;
- მონაწილეობს დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრებში.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება: ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Excel
- Microsoft Office PowerPoint
- Microsoft Office Outlook
დამატებითი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის ან იურიდიული მიმართულებით);
- აუდიტორულ ან ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- სასურველია აუდიტის პროგრამებში (AMS) მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია აუდიტის ანგარიშის წერის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
საკონტაქტო ტელეფონი: 2438144
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2Xfwloz