ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის შიდა აუდიტორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი აუდიტორის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

  • აუდიტის მიმართულებით არასაკრედიტო პროცესების წლიური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

  • შესამოწმებელი პროცესების შესახებ კვლევის განხორციელება (ბანკის შიდა პროცედურების შესწავლა, საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება);

  • შესამოწმებელ პროცესებში არსებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება (შესამოწმებელი პროცესების აღწერა, „walkthrough”-ისა და ინტერვიუების საფუძველზე);

  • ჯგუფის წევრებზე ამოცანების გადანაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება/ვადების კონტროლი;

  • იდენტიფიცირებული ხარვეზების განხილვა უშუალო უფროსთან და შეთანხმება პასუხისმგებელ პირთან (წერილობით);

  • შუალედური დასკვნის მომზადება/დადასტურება და განხილვა შესაბამისი დონის მენეჯმენტთან;

  • შესრულებულ სამუშაოზე პერიოდული ანგარიშგება;

  • გუნდის ჭრილში თანამშრომლების ქოუჩინგი და მენტორობა,

  • ცალკეული მიმართულებების ჭრილში საკვანძო რისკ-ინდიკატორების შემუშავება;

  • რისკის ინდიკატორებზე დაკვირვების შედეგად იდენტიფიცირებულ ფაქტებზე რეაგირება;

  • მენეჯმენტის მოთხოვნის საფუძველზე საკონსულტაციო მომსახურება;

  • პროექტების მართვა;

  • დეპარტამენტში არსებული აუდიტის მეთოდოლოგიის, პროცესებისა და სამუშაო ფორმების სრულყოფაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართლებით.

ACCA/CFA/CIA/FRM-სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გამოცდილება:

საინვესტიციო, საბანკო, სადაზღვევო სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; ან გარე აუდიტორულ კომპანიაში (დიდი ოთხეულიდან) 2-წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები:

  • IIA-შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები;

  • ენები: ქართული და ინგლისური თავისუფლად (წერით და ზეპირად), სასურველია რუსული ენის ცოდნა;

  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office – Word, Excel, PowerPoint, My SQL სასურველია სელექთების დონეზე;

  • რისკის მართვის პროცესისა და კონტროლის სისტემების ცოდნა;

  • საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ;

  • საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

  • წერილობით და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • ბიზნესკომუნიკაციის უნარები;

  • კანონმდებლობაში, სტანდარტებში, პროცედურებში ინფორმაციის მოძიების უნარი; საუკეთესო პრაქტიკების მოძიებისა და დანერგვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე .

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 08/07/2019.

ბანერები